იუსტიციის მინისტრმა სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრმა მათ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

„სოციალური მუშაკები დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში, პენიტენციურ და აღსრულების სისტემებში, კომპლექსურ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან.

ისინი აქტიურად არიან ჩართული რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებსა და ღონისძიებებში; მსჯავრდებულების, განრიდებული პირების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში, მათი ქცევის პოზიტიური ცვლილების და საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიმართულებით; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებთან მუშაობაში. სოციალური მუშაკების ჩართულობით აღსრულების პროცესში ხელი ეწყობა გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით შესრულებას და დავების შეთანხმებით დასრულებას.

სოციალურ მუშაკთა პროფესიული დღე მსოფლიოში აღინიშნება და საზოგადოების კეთილდღეობისთვის სოციალური სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სოციალური სამართლიანობის და ადამიანის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ