რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ყირიმში, სევასტოპოლის პორტზე დრონით თავდასხმა მოიგერია.
ამის შესახებ ინფორმაციას მედია რუსეთის მიერ დანიშნულ სევასტოპოლის „გუბერნატორზე“, მიხაილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შავი ზღვის ფლოტმა სევასტოპოლზე დრონით თავდასხმა მოიგერია“, - აღნიშნა რაზვოჟაევმა.
ე.წ. გუბერნატორის თქმით, ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემაც.
შეგახსენებთ, 2014 წლიდან ყირიმი რუსეთის მიერაა ანექსირებული.