მიხეილ დაუშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი რისკებს შეიცავს

კარგი კანონიც ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას - სისტემურ მიდგომაზე მიუთითა ვენეციის კომისიამ, რაც გულისხმობს ძირეული რეფორმების გატარებას სასამართლო, სამართალდამცავი, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი რისკებს შეიცავს.

„ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ „დეოლოგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს, ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს. ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ ეს კანონი, სულ რომ კარგი კანონი მიგვეღო, ვერ უზრუნველყოფდა დეოლიგარქიზაციას. ამას სჭირდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი სამართალდამცავი სისტემა, ანტიკორუფციული და საარჩევნო სისტემები. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, სწორედ ეს არის სისტემური მიდგომა. სწორედ სისტემურ მიდგომაზე მიუთითა ვენეციის კომისიამ, რაც იქნება ძირეული რეფორმების გატარება სასამართლო, სამართალდამცავი, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით,“ - განაცხადა დაუშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას