საბა ბუაძე - კახა კალაძის დაპირების მიუხედავად, თბილისში სამშენებლო კოეფიციენტის გაყიდვა ისევ დაუშვეს

საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის, საბა ბუაძის განცხადებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დაპირების მიუხედავად, თბილისში სამშენებლო კოეფიციენტის გაყიდვა ისევ დაუშვეს.

მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ აღნიშნული ცვლილება ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის “დამატებით თანხების მობილიზაციის მიზნით განხორციელდა.”

„თბილისის მოსახლეობას მინდა იმ მავნე ცვლილებების შესახებ მოვუყვე, რომელიც საკრებულოს ბოლო სხდომაზე თბილისის მერიის ინიციატივით მიიღეს. როგორც იცით, 2019 წლის 15 თებერვალს კახა კალაძემ თბილისელებს ზარ- ზეიმით ახარა, რომ სამშენებლო კოეფიციენტების გაყიდვა იკრძალებოდა. თუმცა საკრებულოს წინა სხდომაზე თბილისის მერიამ და საკრებულომ ახალი ფანჯარა გააჩინეს კ-2 კოეფიციენტის გადამეტების, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ თბილისში დეველოპერებისათვის ახალი შესაძლებლობა ჩნდება, იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქის იერსახე დამახინჯდეს. ეს ცვლილება თითქოს ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის დამატებით თანხების მობილიზაციის მიზნით განხორციელდა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ, რომ გარდა პოლიტიკური დაპირებისა არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ჩვენი დედაქალაქის გაყიდული ინტერესებიდან შემოსული თანხა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ავარიული სახლების რეაბილიტაცია მოხდეს. თუ კონკრეტული ზონები არსებობს და გენერალური გეგმით განსაზღვრულია რამდენი სართულის აშენება შეეძლება თბილისში დეველოპერს, აქ დამატებით ახალი ფანჯარა ჩნდება იმისთვის, რომ კოეფიციენტები მოემატოს და ჩვენს ქალაქს წარუშლელი ზიანი მიადგეს“, - აღნიშნა ბუაძემ.

როგორც მან განმარტა, ამ ახალი შესაძლებლობის ფანჯრით „ქართულ ოცნებასთან“ და თბილისის მერთან დაახლოებული დეველოპერები ისარგებლებენ.

„ეს არის უდიდესი პრობლემა, ყველა ფეხის ნაბიჯზე, ველური და აღვირახსნილი მშენებლობები, რომელსაც დედაქალაქის მერი ხელს უწყობს. ბოლო გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რომ კახა კალაძე იტყუება და თავის დაპირებას უგულებელყოფს, დადასტურდა ისიც, რომ მისი მთავარი საზრუნავი დეველოპერების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაა. ყველა ის ადამიანი, რომელიც ასეთი პრეფერენციებით სარგებლობს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა „ქართულ ოცნებასთან“, უდიდესი ნაწილი კი პირადად კახა კალაძესთან და მის გარემოცვასთანაა დაკავშირებული. დიდი ალბათობით, ამ ახალი შესაძლებლობის ფანჯრით ეს ადამიანები ისარგებლებენ. ეს ყველაფერი თბილისელების ინტერესების საზიანოდ მოხდება, იმიტომ, რომ 14,39 დადგენილებაში შეტანილი ეს ცვლილებები პირდაპირ ამ რისკებს ცხადყოფს“, - განაცხადა ბუაძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი