ბიზნეს ცენტრ „ტერმინალთან“, სადაც სამი ოპოზიციური პარტიის - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „დროას“ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა უნდა გაიმართოს, აქცია იმართება.
ადგილზე იმყოფებიან ახალგაზრდები, რომლებიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აშარჟებენ. მათ სახეზე პოლიტიკოსების გამოსახულებიანი ნიღბები უკეთიათ.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, ისინი ე.წ რუსულ კანონს აპროტესტებენ. აქციაზე ისმის შეძახილი - „არა რუსულ კანონს".
„ჩვენ გავაპროტესტებთ ამ კანონის მიღებას ყველა იმ ქვეყანაში რომელშიც იღებენ. ჩვენი აზრით, დემოკრატიას ანადგურებს ეს კანონი“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ამასთან, ბიზნეს ცენტრთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოჩენას შეძახილები მოყვა.
ვაშაძემ აქციის მონაწილეებს სახის გამოჩენისკენ მოუწოდა, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს.