გიორგი ვაშაძე - რისთვის დავდივართ ბრიუსელში? ბოდიშს ვიხდით - როცა მაჩერებენ და მეკითხებიან, „რატომ გვესხმიან თავს?“, ვეუბნები: „ბოდიშს გიხდით!  რუსეთი ხალხის არჩევანი არ არის და თუ არის შანსი, მოგვეცით კანდიდატის სტატუსი“

იმ კაცს, რომელიც პუტინის უდანაშაულობის პრეზუმფციაზე ლაპარაკობს კობახიძის სახით, რა დაეჯერება, რომ უნდა ევროკავშირი ? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, ვაშაძემ უპასუხა „გირჩი“-„დროა“-„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართ არსებულ კრიტიკას და განაცხადა, რომ ისინი ბრიუსელში ბოდიშის მოსახდელად დადიან იმ თავდასხმისთვის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროპელი პარტნიორების მიმართ ახორციელებს.

„ჩვენ რაზე დავდივართ ბრიუსელში ?! ბოდიშს ვიხდით ! ბოდიშს ვუხდი მე ევროპარლამენტარებს ამათი საძაგელი თავდასხმების გამო. როცა სტრასბურგში ევროპარლამენტში მაჩერებენ და მეუბნებიან, რა ხდება საქართველოში, რატომ გვესხმიან თავს, მე ვეუბნები: „ბოდიშს გიხდით!“ მეორე, ჩვენ ვეუბნებით: „ხომ ხედავთ ხალხის არჩევანი რა არის, რუსეთისკენ საქართველო არ შეტრიალდება არასდროს, აქედან გამომდინარე, თუ არის რაიმე შანსი, მოგვეცით კანდიდატის სტატუსი და გაგვიწერეთ ვალდებულებები, რა არის კანდიდატის სტატუსისთვის შემდეგ შესასრულებელი“. ესენი რას აკეთებენ?! რუსულ კანონს აინიცირებენ. რა, არ იცოდნენ, რომ ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში იყო ? შარშან რომ მოსმენების კანონი მიიღეს, არ იცოდნენ ?

ჩვენ ვაგროვებთ მილიონ ხელმოწერას დღეს, ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს იმისთვის, რომ ჩავიტანოთ ბრიუსელში და ევროპულ დედაქალაქებში. ჩვენ ვსაუბრობთ ზუსტად იმ ენით, რა ენითაც უნდა ისაუბროს პროდასავლურმა, ევროპისკენ მიმართულმა საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ ვაქარწყლებთ იმ მძიმე წარმოდგენებს, რომლებიც საქართველოზე აქვთ, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკრაინაში საქართველოსთან დაკავშირებით ბოლომდე არ გაფუჭდეს იმიჯი. ენაზე ვინ ექაჩებათ თავს რომ ესხმიან, ომის პარტიას რომ ეძახიან და ჰგონიათ, რომ მაგარი ბიჭები არიან. კორუმპირებულებს რომ ეძახიან ევროპარლამენტარებს, თავის გარშემო მიმოიხედონ და თავის თავში ჩაიხედონ, გათხვრილები რომ არიან კორუფციაში“,- განაცხადა ვაშაძემ.

მან სამი პუნქტი დაასახელა, რომელიც, ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, უზრუნველყოფს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„რომ არა ეს პროტესტი და რუსული კანონის იძულებითი გაწვევა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ფაქტობრივად, ნულის ტოლი იყო შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ახლა შანსი გაჩნდა იმიტომ, რომ მთელმა ევროპამ, ამერიკამ, ცივილიზებულმა სამყარომ დაინახა, რომ ქართველ ხალხს ღვიძავს და რუსული დეზინფორმაცია მასზე არ მოქმედებს, რომ რუსეთისკენ ჩვენ ვერავინ შეგვატრიალებს. ამან გააჩინა პოზიტიური განწყობები და დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით და ეს არის ხალხის, ახალგაზრდების დამსახურება.

სამი რამ არის საჭირო, რომ ჩვენ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

პირველი - 12 პუნქტის განუხრელად შესრულება და არა ცრუ „ფეიკ“ რეფორმები, რასაც ისინი აკეთებენ.

მეორე - უკრაინასთან ურთიერთობის დალაგება.

და მესამე - უნდა შეწყდეს რუსული დეზინფორმაციისთვის დამახასიათებელი რიტორიკით თავდასხმა ჩვენს პარტნიორებზე. ფორმულა არის ეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას