ბექა ფერაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა. უწყების ხელმძღვანელმა სტუდენტებს სამსახურის მანდატი გააცნო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლექციის მთავარი თემა შრომითი ნორმები იყო, რომელიც მათ როგორც დასაქმებულებმა, აქტიურ შრომით ბაზარზე გასვლისას უნდა იცოდნენ.

„შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია ესწრებოდა. შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ყველა ძირითადი ნორმა განხილული იყო, კერძოდ საუბარი შეეხე სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის პრევენციის მექანიზმებს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესს, შვებულების უფლებით სარგებლობის წესსა და უსაფრთხოების სტანდარტებს, რასაც საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა პერმანენტულ რეჟიმში გაიმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა