სალომე სამადაშვილი - ბოიკოტი თუ არ ემსახურება კონკრეტულ ამოცანას, რომლის მიღწევაც ამ გზითაა შესაძლებელი, ბრძოლიდან გაქცევაა - მიმაჩნია, რომ უნდა ვიბრძოლოთ ყველგან, პარლამენტშიც და ქუჩაშიც

პარლამენტი არის პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელოვანი ველი და გადაწყვეტილებები, როგორიც არის ბოიკოტი, თუ არ ემსახურება კონკრეტულ ამოცანას, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ბოიკოტის გზით, არის ბრძოლიდან გაქცევა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კოლეგების ბოიკოტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ოპოზიციამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის უნდა იბრძოლოს როგორც პარლამენტში, ისე ქუჩაში და საერთაშორისო ასპარეზზე.

„მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნისთვის გადამწყვეტ ამ მნიშვნელოვან მომენტში უნდა ვიბრძოლოთ ყველგან, პარლამენტშიც, როცა საჭიროა ქუჩაშიც, საერთაშორისო ასპარეზზეც, ყველგან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად და ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულებლად“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას