მამაკაცს, რომელიც მუხიანში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, სხეულზე სავარაუდოდ, დამწვრობა აღენიშნება

მამაკაცს, რომელიც მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, სხეულზე სავარაუდოდ, დამწვრობა აღენიშნება.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, მამაკაცი ლიფტთან იპოვეს გარდაცვლილი და მას სხეულზე დამწვრობა აღენიშნება.

„დილით, მეზობელმა კორპუსში კვამლის სუნი იგრძნო. გამოუძახებია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მე არ მინახავს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ სხეული დამწვარი აქვს", - აცხადებს ადგილობრივი.

გარდაცვალების მიზეზებზე ვერ საუბრობს გარდაცვლილის და.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება