რევაზ სოხაძე ინტენსივობის კოეფიციენტის გადაჭარბებაზე - ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადება პოპულისტურია და რეალობას არ შეესაბამება

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ინტენსივობის კოეფიციენტის გადაჭარბებასთან დაკავშირებით დღეს გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი უკვე დიდი ხანია აღნიშნულ ინსტრუმენტს იყენებს.

მისი თქმით, ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამისთვის ეს ინსტრუმენტი კვლავ იქნება გამოყენებული.

„ინტენსივობის კოეფიციენტის გადაჭარბება დაახლოებით, ორი წლის წინ მთავრობის დადგენილების შესაბამისად განისაზღვრა, რაც „ცენტრ პოინტის“ პრობლემის მოგვარებისთვის განხორციელდა. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით დაახლოებით ექვსი ათასამდე ოჯახის პრობლემა მოგვარდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ჩვენს ათასობით თანამოქალაქეს ეხება და ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამისთვის ეს ინსტრუმენტი კვლავ იქნება გამოყენებული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ინტენსივობის კოეფიციენტის გადაჭარბება მოხდება იმ ადგილებში და იმ უბნებში, სადაც ურბანულად ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, ყველა ის განცხადება და ბრალდება, რომლებიც დღეს გაჟღერდა, მხოლოდ პოპულისტურია და არანაირად არ შეესაბამება იმ რეალობას.

„ვწუხვარ, რომ საკრებულოს სხდომაზე და არც კომისიებზე ამ მიმართულებით ასეთი აქტიური მსჯელობა არ ყოფილა. დღეს კი ჩვენი ოპონენტების მხრიდან გაჟღერდა ბრალდება, რომელიც პოპულიზმია და სხვა არაფერი“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა