თბილისის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ მონაკვეთზე დასუფთავების აქცია გაიმართა

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ მონაკვეთზე დასუფთავების აქცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოსდაცვით აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა და დირექტორმა დავით ფაჩულიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.

„თბილისის ზღვა დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი წყალსაცავია და ჩვენ სანაპირო ზოლს სისტემატურად ვასუფთავებთ. ამჯერად თბილისის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი მონაკვეთი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დავასუფთავეთ. მსგავსი ტიპის აქციებს მომავალშიც აუცილებლად დავგეგმავთ. წყლის რესურსების დაცვის დღე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი აქტივობების ჩასატარებლად და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანალოგიური ღონისძიებები, დედაქალაქის გარდა, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით, 1993 წლიდან აღინიშნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში