საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გეგმებს გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham ) წევრებს შეხვდნენ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სავაჭრო პალატის წევრებისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გასული წლის ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის დინამიკას, ITB-2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენას, მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, დაგეგმილ ინფო და პრეს ტურებს, შიდა ტურიზმის განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებსა და და ხარისხის ამაღლების მიზნით გასამართ ტრენინგებს გაეცნენ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრას სასტუმროების, ავიაკომპანიების, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კომპანიის და ბანკის წარმომადგენლები.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება