„ჯივიპიმ“ წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

კომპანიის ცნობით, სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს-ის“ მოსწავლეები „ჯივიპის“ წყალმომარაგების სათავე ნაგებობაზე გაეცნენ თუ როგორ ხდება სასმელი წყლის მოპოვება, დამუშავება და ხარისხის კონტროლი „ჯივიპის“ ლაბორატორიებში, ასევე თავადაც მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ ცდებში.

„ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, საიდან მოდის სასმელი წყალი და როგორ ხვდება ჩვენს ონკანებში. „ჯივიპიში“ მუდმივად იმართება საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან. მნიშვნელოვანია, ახალმა თაობამ იცოდეს, რომ სასმელი წყლის დამუშავების ციკლის თითოეული საფეხური დიდ შრომას მოითხოვს და სასმელ წყალს გაფრთხილება სჭირდება, ისევე როგორც იმ გარემოს, საიდანაც ვიღებთ წყალს.” - განაცხადა „ჯივიპის“ ინტეგრირებული სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო სულხანიშვილმა.

ცნობისთვის, 22 მარტს, მსოფლიოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

წყლის საერთაშორისო დღე საზოგადოებაში წყლის რესურსების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მის მდგრადად გამოყენებას ემსახურება. „ჯივიპის“ მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინფორმირება წყლის გაფრთხილებასა და დაზოგვის მნიშვნელობაზე.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება