ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირი ენერგოუსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკისთვის - EU-Energy-SSDP“ ფარგლებში ვირტუალურ ფორმატში მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას BTU-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გარდა, ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ექსპერტებიც ესწრებოდნენ; მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ენერგეტიკისა და სატრანზიტო დერეფნების განვითარების საკითხებში, ქალბატონი ლიანა ჯერვალიძე.
პროექტის აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე დამსწრებ პირებს გაუზიარეს დეტალური ინფორმაცია პროექტის, აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მათ ასევე მიმოიხილეს ენერგოუსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით ევროკავშირის უახლესი მიდგომები, ტენდენციები და ინიციატივები.
პროექტი რამდენიმე ძირითად საკითხზე ფოკუსირდება. მათ შორისაა: ცნობადობის ამაღლება განახლებადი ენერგიების, მდგრადი განვითარების, ენერგო უსაფრთხოების მიმართულებით, ინოვაციური კურიკულუმის განვითარება და სწავლება, ინტენსიური საზაფხულო სკოლის ორგანიზება, კვლევა, კავშირების დამყარება ინდუსტრიასთან და სხვა.
უკვე შემუშავდა 2 ახალი, ინოვაციური სასწავლო კურსი BTU-ს სტუდენტებისთვის:
ღონისძიებაზე ოფიციალურად დაანონსდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა "ევროპის კავშირი ენერგოუსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიისთვის", რომელიც BTU-ს კოორდინირებით 2023 წლის ივლისში განხორციელდება.
(R)