რელიგიის სააგენტომ და ჭადრაკის ფედერაციამ მემორანდუმი გააფორმეს

დღეს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა რელიგიის სააგენტოსა და ჭადრაკის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში ჩართულ პირთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციას და ამ მიზნით, რელიგიურ ორგანიზაციების გუნდებს შორის ჭადრაკის ყოველწლიური ჩემპიონატების ჩატარებას, ჭადრაკის სფეროში ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, რაც სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში ჩართულ პირთა დამეგობრებას ხელს შეუწყობს.

სააგენტოს ინფორმაციითვე, საქართველოს მეორე ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში 4-5 ივლისს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება