თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულების, აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთ ბრალდებულს, აკაკი კობალაძეს კითხავენ. მან სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა გასულ სხდომაზე დაიწყო, ის დაცვის მხარის კითხვებს პასუხობდა. დღევანდელ პროცესზე კი, პროკურატურის კითხვებს პასუხობს.
ცნობისთვის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე,236-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.