ცესკო-ს თავმჯდომარემ დანიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დანიის ელჩს საქართველოში, ანა ტოფტ სორენსენს შეხვდა.

როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, გიორგი კალანდარიშვილმა დანიის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო.

„შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები იყო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, წელს პირველად, 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და ეს იქნება ერთგვარი გენერალური რეპეტიცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. მისივე თქმით, 29 აპრილის არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობას ტექნოლოგიების გამოყენებით ამომრჩეველთა 91% მიიღებს, 2024 წლის არჩევნებზე კი თითქმის 90%.

მისივე თქმით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც არჩევნები ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მთავარი პრინციპების, გამჭვირვალობისა და სანდოობის დაცვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება, გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

დღევანდელ შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმების შესახებაც ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესებში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დღეს უწყების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ, რის შემდგომაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა