„მაისის სტუდენტური მოძრაობის” ლიდერის ინფორმაციით, თსუ-ს რექტორი ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიციის შესვლასთან დაკავშირებით განათლების ახალ მინისტრთან შეხვედრას გეგმავს

„მაისის სტუდენტური მოძრაობის” ლიდერის, საბა ქერქაძის ინფორმაციით, თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიციის თანამშრომლების შესვლასთან დაკავშირებით განათლების ახალ მინისტრთან, გიორგი ამილახვართან შეხვედრას გეგმავს.

მისივე თქმით, „მაისის სტუდენტური მოძრაობა” ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში თსუ-ს მხრიდან „მკაფიო პოზიციას“ ელოდება.

„დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ იმედისმომცემი შეხვედრა შედგა. ჩვენი მოთხოვნა მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი იყო, მსგავსი ფაქტი აღარ უნდა განმეორდეს. უნივერსიტეტში ამასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები უნდა გატარდეს. ამავდროულად, თსუ-მ საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ მსგავსი შემთხვევები უნივერსიტეტში აღარ დაფიქსირდება. იმ შემთხვევაში თუ დასაბუთებული მიზეზი შსს-ს ექნება ბაგების სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ან აკადემიურ სივრცეში შევიდეს, მაშინ მათ შესაბამისი არგუმენტები უნდა ჰქონდეს და ამ არგუმენტების შესაბამისად უნივერსიტეტი უნდა წყვეტდეს ამის უფლება ექნება თუ არა მას. ამ საკითხთან დაკავშირებით რექტორი გეგმავს, რომ პირადად განათლების ახალ მინისტრს შეხვდეს. მათ შორის პირადი და დახურული შეხვედრა შედგება, რაც ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია, უნივერსიტეტის, როგორც აკადემიური და სოციალური ინსტიტუციის მკაფიო პოზიცია, რასაც უახლოეს მომავალში „მაისის სტუდენტური მოძრაობა” ველოდებით”, - განაცხადა საბა ქერქაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა