კანონპროექტი, რომლითაც ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება, პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა

ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით - ერთხმად, დაამტკიცა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დამატებითი ჯარიმები შემოდის. კანონის პროექტი უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქმედი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:

- ფიზიკური პირი დაჯარიმდება -150 ლარის ოდენობით;

- იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება - 300 ლარის ოდენობით.

იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს:

- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;

- იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:

- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

- იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება