დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის  საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის სახელმწიფო მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზე ლექცია წაიკითხა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული თავდაცვის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანი ოფიცრების როლზე ქვეყნის უსაფრთხოებაში.

ლექციის ფარგლებში იუნკერები გაეცნენ სახელმწიფო მართვის ძირითად პრინციპებს, საჯარო და კერძო დაწესებულებების ფუნქციებსა და როლს ქვეყნის განვითარებაში. გარდა ამისა, დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის სექტორის პერსპექტივებსა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.

„დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება