არჩილ თალაკვაძე - ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ საქმიან სამუშაო გარემოს - ოპონენტებს მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ პიროვნული შეურაცხყოფებისგან, რომელსაც მწვავე რეაქციები მოჰყვება ხოლმე

ხელს შევუწყობთ საქმიან სამუშაო გარემოს, ოპონენტებს მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ პიროვნული შეურაცხყოფებისგან, რომელსაც ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე რეაქციები , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „თავდაცვის კოდექსის“ განხილვისას სასესიო დარბაზში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი უნდა იყოს არა ფიზიკური დაპირისპირების, არამედ დებატების ადგილი.

"არ მივესალმები არანაირ დაპირისპირებას, მით უმეტეს, ფიზიკურ დაპირისპირებას პარლამენტში. პარლამენტი არის და უნდა იყოს დებატების ადგილი. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია დებატების დროს, მინისტრის საათის დროს და იმ სესიებზე, სადაც საჭიროა კამათი და პოლიტიკური კონკურენცია, არ არიან დარბაზში და მათ ნაცვლად ცარიელი სკამები მონაწილეობენ პროცესში. შესაბამისად, საჭიროა, ეს ენერგია დაიხარჯოს პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ დებატში პარლამენტს შიგნით, რა თქმა უნდა, არ მივესალმებით არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას, ახლა ქვეყანას და საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა რეგიონში არის უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევები. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ საქმიან სამუშაო გარემოს და ჩვენს ოპონენტებს მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ ისეთი პიროვნულო შეურაცხყოფებისგან, რომელსაც ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე რეაქციები", -განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, "თანაგუნდელებს თუ მოუწოდებს რაიმეს", თალაკვაძე პასუხობს, რომ მათ დამოკიდებულებაზე უკვე ისაუბრა და სწორედ ამით დაიწყო კომენტარიც.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. თავდაპირველად სიტუაცია სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიძაბა, რის შემდეგაც ინციდენტში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ჯერ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჩაარტყა ნაკაიძეს პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი, შემდეგ კი იგივე ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართულებით მიკროფონი მგალობლიშვილმა ისროლა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის