კახა ბექაური - თუ ფაქტები არ მაქვს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ვერც ერთ მაუწყებელზე ვერ იტყვის ომის პროპაგანდას ეწევა თუ არა

თუ ფაქტები არ მაქვს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ვერც ერთ მაუწყებელზე ვერ იტყვის ომის პროპაგანდას ეწევა თუ არა, - ასე უპასუხა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა “ალტ ინფოსთან“ დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასმულ კითხვას, სადაც მან ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

უფრო კონკრეტულად, პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ კახა ბექაურს “ალტ ინფოს“ საქმიანობის შეფასება სთხოვა და ამ კონტექსტში ტელევიზიის ეთერით გასულ გადაცემებში ომის პროპაგანდაზე დაუსვა კითხა.

აქუბარდიამ აღნიშნა, რომ ომის პროპაგანდა კანონით აკრძალულია.

“როგორც მახსოვს ომის პროპაგანდასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთი "ქეისი" იყო და შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილება არსებობს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ვერც ერთ მაუწყებელზე ვერ იტყვის ომის პროპაგანდას ეწევა თუ არა, თუ ფაქტები არ მაქვს... რა თქმა უნდა, ომის პროპაგანდა აკრძალულია და თუ ასეთს რომელიმე ტელევიზია გააკეთებს, ჩვენი მონიტორინგის ან საჩივრის მეშვეობით ჩვენი თვალთახედვის არეალში მოხვდება. გარწმუნებთ, რომ აუცილებლად ვირეაგირებთ - ეს “ალტ ინფო“ თუ სხვა მაუწყებელი იქნება ამას მნიშვნელობა არა აქვს“, - განაცხადა ბექაურმა პარლამენტის სხდომაზე.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია