„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ 29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას დააკვირდება

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აგრძელებს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მონიტორინგს და 29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე დააკვირდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას. ამის შესახებ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ 2010 წლიდან მოყოლებული CDD აქტიურად აკვირდება საარჩევნო პროცესებს საქართველოში. 2010-2022 წლებში CDD-იმ განახორციელა 21 სადამკვირვებლო მისია და დააკვირდა სხვადასხვა დონის არჩევნებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" (CDD) ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდა. შესაბამისად, ორგანიზაცია დააკვირდება 2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების მიმდინარეობას, შესაბამის საარჩევნო ოლქებში.

CDD-ის სადამკვირვებლო მისია მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდის, აგრეთვე არჩევნების დღის და არჩევნების შემდგომ პერიოდის მონიტორინგს. ჩვენი სადამკვირვებლო მისიის პრინციპები კვლავაც უცვლელია: კანონის პატივისცემა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭირვალობა, თანამშრომლობა და პროფესიონალიზმი.

2010 წლიდან მოყოლებული CDD აქტიურად აკვირდება საარჩევნო პროცესებს საქართველოში. 2010-2022 წლებში CDD-იმ განახორციელა 21 სადამკვირვებლო მისია და დააკვირდა სხვადასხვა დონის არჩევნებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება. ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. რაც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სიახლეს როგორც ამომრჩევლებისთვის, ასევე ჩართული მხარეებისთვის და მეორე მხრივ, გამოწვევას რომელიც საჭიროებს სათანადო ადმინისტრირებას, მომზადებასა და იმპლემენტაციას.

საყურადღებოა, რომ საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში დღითიდღე იზრდება და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობა თვალსაჩინო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გააადვილოს პროცესი და შეამციროს ადამიანური შეცდომის ან განზრახი დარღვევების რისკები, არსებობს თვისობრივი სირთულეები და რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრონულ კენჭისყრასთან და ხმების დათვლასთან.

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის მიერ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტებთან დაკავშირებით 2022 წლის 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ მოსაზრებებში აღნიშნულია, რომ „ახალი ტექნოლოგიის მკაცრი ტესტირება მომავალი არჩევნების წინ ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მიზანშეწონილია ცესკოს მიერ საპილოტე პროექტების შემდგომი შესწავლა, რაც იქნება არჩევნებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების სამომავლოდ უფრო ფართოდ გამოყენებისათვის ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელების მთავარი ინსტრუმენტი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული საშუალებების პირველად გამოყენება იყოს სათანადოდ დაგეგმილი და წინასწარ მომზადებული, განხორციელდეს ამომრჩეველთა ეფექტური განათლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგი და სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად მიღებულ იქნას ყველა ზომა".

საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება და მასში ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, აგრეთვე ასახულია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო პროცესში ელექტრონულ ტექნოლოგიების დანერგვაზე, მათ შორის ტექნოლოგიები აქტიურად იქნება გამოყენებული 29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების პროცესზე ეფექტური დაკვირვება, შეფასება და სწორი ანალიზი, რაც დაეხმარება, ერთი მხრივ ამომრჩეველს - საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებზე საკუთარი საარჩევნო უფლების რეალიზებაში და მეორე მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციას - არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებაში.

აღსანიშნავია, რომ CDD-ის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში აქტიური ჩართულობა და მონიტორინგი. აღნიშნული მიზნით, CDD დააკვირდა 2018 წლის 13 მაისს - ზუგდიდში, 2019 წლის 19 მაისს - წყალტუბოსა და ტყიბულში, ხოლო 2021 წლის 2 ოქტომბერს - კრწანისის საარჩევნო ოლქში ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტების განხორციელებას. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ მომზადდა არაერთი რეკომენდაცია თუ მონიტორინგის ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.cdd.ge.

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" აგრძელებს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მონიტორინგს და 29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე დააკვირდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი