კოკა კაციტაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მაიკე ვან კოლდამს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მაიკე ვან კოლდამს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის ურთიერთობებს და კომპეტენციის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო, რაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერებასა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამსახურის ფუნქციებზე ისაუბრა და მიმოიხილა ის ამოცანები და მიზნები, რასაც დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური ემსახურება, ასევე საუბარი შეეხო ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმას, რომლის მიხედვითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

შეხვედრაზე, კოკა კაციტაძემ ყურადღება გაამახვილა გამოძიების პროცესის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვასა და ინსტიტუციური განვითარების მიზნით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვაზე, ამ მიზნით ნიდერლანდების ომბუდსმენის სამსახურთან პარტნიორული თანამშრომლობის დამყარება არსებითად ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ასევე საუბარი შეეხო ნიდერლანდებთან თანამშრომლობით ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვის და განხორციელების საკითხებს.

კოკა კაციტაძემ ელჩს ნაყოფიერი დისკუსიისთვის და მომავალ თანამშრომლობის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრას ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მეორე მდივანი, პოლიტიკური მრჩეველი ჟული ნილენი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება