რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პასუხისმგებელია უკრაინაში ომისთვის. ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა ლიეტუვაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. მის განცხადებას Reuters ავრცელებს.
“რუსეთის ეკლესია და სახელმწიფოს ხელმძღვანელობა აგრესიის დანაშაულში თანამშრომლობდნენ და პასუხისმგებლობას ინაწილებდნენ შემდგომი დანაშაულებისთვის, როგორიცაა უკრაინელი ბავშვების შოკისმომგვრელი გატაცება”, - განაცხადა ბართლომემ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება ეკლესიას “საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად” იყენებს.
მან ასევე მზაობა გამოხატა მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ომისშემდგომ “სულიერ აღორძინებაში”.
“ჩვენი რელიგიათაშორისი დიალოგი კონცენტრირებული უნდა იყოს წინააღმდეგობის საშუალელებზე და მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელობის შესაძლებლობის განეიტრალებაზე ახერხებდეს ერთიანობის დაშლას და თეოლოგიურად აკანონებდეს დანაშაულებრივ საქციელს”, - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.