სავაჭრო პალატის ორგანიზებით გამართულ საქართველო-სლოვენიის ბიზნეს ფორუმს 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო

თბილისმა საქართველო-სლოვენიის ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა. საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, სლოვენიის სავაჭრო პალატისა და საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ქართველ მეწარმეებთან ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით სლოვენიურ დელეგაციას თან ახლდა სლოვენიური კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან.

მათივე ცნობით, ფორუმის ფარგლებში, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები ჩატარდა, სადაც ბიზნესის ქართველ წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დაემყარებინათ ბიზნეს კავშირები სლოვენურ კომპანიებთან.

ასევე, განიხილეს საინვესტიციო შესაძლებლობები, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა