ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილს ვინ და სად გადაიყვანს, ჩვენი კომპეტენცია არ არის - პაციენტს ესაჭიროება მკურნალობა, მაგრამ ჩვენ  მიერ შეთავაზებულ მკურნალობაზე უარს აცხადებს

მე ვფიქრობ, რომ პაციენტზე, რომელიც კლინიკაში წევს, უნდა ვიზრუნოთ, ვინ და სად გადაიყვანს, ჩვენი კომპეტენცია არ არის,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება მკურნალობა, მაგრამ კლინიკის შეთავაზებულ მკურნალობაზე უარს აცხადებს.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, კლინიკა „ვივამედმა“ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც საუბარია პენიტენციური სამსახურისთვის მიმართვაზე, შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, სწორედ არსებული რეალობა აღწერა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რატომაც ვერ ხდება მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელება.

„ჩვენ აღვწერეთ რეალობა, რაც არის, რაც ხდება კლინიკაში პაციენტთან მიმართებაში. პაციენტს ესაჭიროება მკურნალობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენს მიერ შეთავაზებულ მკურნალობაზე აცხადებს უარს, ეს წერია განცხადებაში, ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებთ, რაც არის მოცემულობა.

ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ კლინიკას გაგვაჩნია ჩვენი საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია და ის, რომ გარკვეული შედეგი გამოჯანმრთელებისკენ არ არის მიღწეული, ამას აქვს თავისი მიზეზები, რაც განცხადებაში გარკვევითაა ნათქვამი“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, კლინიკა „ვივამედი“ აცხადებს, რომ "იძულებული ხდება" მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

კლინიკის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ბოლო თვის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე, რის შედეგადაც სამედიცინო ცენტრი დაუმსახურებლად იღებს "უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას" და "მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს".

„ვივამედის“ განცხადებით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს