ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ თუ პუტინი ევროპაში გაემგზავრება, უნდა დააკავონ და ჰააგის სასამართლოს გადასცენ

თუ პუტინი ევროპაში გაემგზავრება, იგი უნდა დააკავონ და ჰააგის სასამართლოს გადასცენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სენატში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

“ვთვლი, რომ ყველამ, ვინც [სისხლის სამართლის საერთაშორისო] სასამართლოს წევრია და აქვს გარკვეული ვალდებულებები, უნდა შეასრულოს ეს ვალდებულებები”, - განაცხადა ბლინკენმა.

ამავდროულად, მან კონკრეტული პასუხი არ გასცა კითხვას, აშშ-ში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს იგივე ეწეოდა თუ არა.

“წინასწარ ვერ ვიტყვი, ვინაიდან, რა თქმა უნდა, კანონები უნდა განიხილებოდეს, ხოლო ჩვენ, როგორც იცით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ ვართ. ამიტომ არ ვისურვებდი ამის განხილვას”, - განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უახლოეს მომავალში პუტინი აშშ-ში ვიზიტს გეგმავდეს.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის