გიული ალასანია - მთელი პერიოდი იმას ემსახურება, როგორმე მოკლან ჩემი შვილი, ციხეში დაბრუნებას უპირებენ - რომელი ექიმი მოაწერს ხელს, რომ ის ჯანმრთელია? ადამიანი ფეხზე ვერ დგება, 62 კილოა

მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რითაც კლინიკა "ვივამედის" განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, კლინიკა მიმართავს პენიტენციურ სამსახურს, შეფასდეს მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ დაყოვნების მიზანშეწონილობა.

როგორც ალასანია განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი ფეხზე ვერ დგება, სუსტად არის.

"მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ. ადამიანი ავად არის, ძალიან სუსტად. რომელი ექიმი მოაწერს ხელს, რომ ის ჯანმრთელია?! ადამიანი ფეხზე ვერ დგება, 62 კილო არის. 47 დიაგნოზი აქვს, აქედან 3 უმძიმესი.

მძიმე მეტალებით არის მოწამლული. დიდი ხანია, ამის ორგანიზმიდან გამოყვანაა საჭირო, მაგრამ ეს საკითხი არ დასმულა. მთელი ეს პერიოდი იმას ემსახურება, რომ როგორმე მოკლან ჩემი შვილი. მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ. შიდა ექიმებიც [ამას ამბობენ]. ჩემს შვილს ტელეფონი არ აქვს, სრულ იზოლაციაში ჰყავთ, ძალიან შეზღუდულია იმ პირთა წრე, ვისაც მისი ნახვა შეუძლია. დღეში 2-ჯერ მიმაქვს საკვები, რომ ამბობენ, თურმე არ მიმაქვს და მინდა მოვკლა.

ისპანახი, "ალადიკები" მივიტანე და ისპანახი ნახევარზე მეტი შეჭამა, სხვები როგორ იკვებებიან დილით?! რატომ წარმოუდგენიათ, რომ მოწამლული ადამიანი განსაკუთრებულს უნდა ჭამდეს. ხორცს მოწამვლის გამო ვერ ჭამს. საჭმელი არ შეუძლია, ამბობს: "არ გამაგონო". ადამიანი მოწამლულია" , - აღნიშნავს ალასანია.

ინფორმაციისთვის, კლინიკა „ვივამედი“ აცხადებს, რომ "იძულებული ხდება" მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

კლინიკის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ბოლო თვის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე, რის შედეგადაც სამედიცინო ცენტრი დაუმსახურებლად იღებს "უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას" და "მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს".

„ვივამედის“ განცხადებით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება