ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი აგებს ამ ომს, მსოფლიოში აღარ დარჩა სუბიექტი, რომელიც არ გრძნობს ამას - ყოველ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, დაპატიმრების ორდერი საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება დაემართოს

ყოველ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ დაპატიმრების ორდერი საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება დაემართოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების გარდა რუსეთის შეჩერება სხვა ვერაფრით შეიძლება.

“რუსეთი აგებს ამ ომს. მსოფლიოში არ არის სუბიექტი, რომელიც უკვე ახლა არ გრძნობს ამას. ეს უკვე ყველას ესმის. და ყოველ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს: დაპატიმრების ორდერი საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება დაემართოს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში, ხოლო რუსეთის ყველა დარტყმა სამხედრო, პოლიტიკურ და იურიდიულ პასუხს მიიღებს.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის