იენს სტოლტენბერგი - პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება უფრო მეტი ომისთვის

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მშვიდობას არ გეგმავს და ამიტომ დასავლეთი უნდა მოემზადოს კიევისთვის ლეტალური დახმარების კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მიწოდებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

”პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება უფრო მეტი ომისთვის,” -განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ რუსეთი ზრდის სამხედრო ინდუსტრიულ წარმოებას და ”მიმართავს ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვები და ცდილობს მეტი იარაღის მოპოვებას”.

ნატო-ს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია და სხვა დასავლური სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში იარაღით, საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილებით.

„საჭიროება კვლავ იქნება, რადგან ეს არის გამოფიტვის ომი; ეს ეხება ინდუსტრიულ შესაძლებლობებს მხარდაჭერის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მან არ გამორიცხა, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მომავალში უკრაინაში F-16-ების ან სხვა დასავლური საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღონ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის