რომის წესდების მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეა - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ახორციელებს ჩვენს კოლექტიურ ვალდებულებას, ვებრძოლოთ დაუსჯელობას ყველაზე სერიოზული საერთაშორისო დანაშაულებისთვის

რომის წესდების მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეის პრეზიდიუმი ურყევ მხარდაჭერასუცხადებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გამო მუქარებს უგზავნიან.

ვადასტურებთ ჩვენს სრულ ნდობას სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის მიმართ და ვიმეორებთ მტკიცე ვალდებულებას, დავიცვათ რომის წესდებით გათვალისწინებული პრინციპები და ღირებულებები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ახორციელებს ჩვენს კოლექტიურ ვალდებულებას, ვებრძოლოთ დაუსჯელობას ყველაზე სერიოზული საერთაშორისო დანაშაულებისთვის. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს პატივი სცენ სასამართლოებისა და პროკურორების დამოუკიდებლობას“.

ცნობისთვის, რომის წესდების მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეა არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მმართველი სამეთვალყურეო და საკანონმდებლო ორგანო. იგი შედგება იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებმაც ამ წესდების რატიფიცირება განახორციელეს ან შეუერთდნენ მას.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება