ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ხელი მოაწერა პროექტს ევროკავშირის ქვეყნების მიერ საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ, რომლის მიზანი საკუთარი მარაგის შევსება და უკრაინის დახმარების გაგრძელებაა.
მედიის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინაში მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალის გასაგზავნად 2 მილიარდი ევროს გამოყოფას და ესპანეთი პროექტში მონაწილე მე-19 ქვეყანა გახდა.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა გამოიყენა შეიარაღების შესყიდვის ერთობლივი მექანიზმი ხარჯების შესამცირებლად და დაგვიანების რისკის თავიდან ასაცილებლად.