აშშ-ის კალიფორნიის შტატს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. სტიქიურ უბედურებას სან-ფრანცისკოში სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ის ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი ძლიერი ქარის შედეგად ხეების მოგლეჯა გახდა.
სტიქიური უბედურების შედეგად შტატის 100 000-ზე მეტ მცხოვრებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქარიშხლის გამო მაშველებმა 12 000-ზე მეტი ადამიანი თავშესაფარში გადაიყვანეს.