იენს სტოლტენბერგი - ბრძოლა იმდენად ინტენსიურია, რომ უკრაინა დღეში 7000-მდე საარტილერიო ჭურვს იყენებს

ამჟამად ბრძოლა იმდენად ინტენსიურია, რომ უკრაინა დღეში 4000-7000 საარტილერიო ჭურვს იყენებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

“საბრძოლო მასალის დახარჯვის ამჟამინდელი მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე წარმოების მიმდინარე მაჩვენებელი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, მას სურს, ნატო-ს წევრები მზად იყვნენ, მეტი დახარჯონ რუსეთის შეჭრის შესაცვლელად. ამ კონტექსტში მან ალიანსის წევრებს მოუწოდა, „უფრო ამბიციურ, ახალ თავდაცვით ინვესტიციებზე“ შეთანხმდნენ.

„ივლისში, ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზე ველი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან უფრო ამბიციურ, ახალ თავდაცვით ინვესტიციებზე, მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2%-ის ინვესტიციით ჩვენს თავდაცვაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს უფრო მეტ ომს და ამიტომ დასავლეთი მზად უნდა იყოს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია სამხედრო-სამრეწველო წარმოებას ზრდის და იარაღისთვის მიმართავს ირანის, ჩრდილოეთ კორეის და სხვა სახელმწიფოების ავტორიტარულ რეჟიმებს.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა