ჩინეთის საგარეო მინისტრი - ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიული განვითარების სწორ მიმართულებას წარმოადგენს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ განი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან შეიძლება „კიდევ უფრო ძვირფასი იყოს გავრცელებული ცალმხრივობისა და ჰეგემონიზმის პირობებში“.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები „ისტორიული განვითარების სწორ მიმართულებას“ წარმოადგენს.

„ჩინეთი და რუსეთი გააგრძელებენ კეთილმეზობლობისა და ურთიერთნდობის დაცვას, რადგან სი ძინპინის გადაწყვეტილება, აერჩია რუსეთი პირველ ქვეყნად, სადაც პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყების შემდეგ პირველ საგარეო ვიზიტს განახორციელებდა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გულმოდგინე განხილვის შემდეგ იქნა მიღებული“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყანა მიზანმიმართულად აფერხებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

„გარკვეული ქვეყნები მიზანმიმართულად აფერხებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის და თხზავენ ყველა სახის ჭორს და სიცრუეს ჩინეთზე თავდასხმისა და დისკრედიტაციის მიზნით“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ჩინეთი არ არის კრიზისის არც შემქმნელი და არც მასში ჩართული მხარე, არამედ ის არის დამცველი, რომელიც მხარს უჭერს კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას და ხელს უწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა