„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - რუსეთი ანელებს ბახმუტზე თავდასხმის ტემპს, მაგრამ აქტიურდება ავდიივკას მიდამოებში

ბახმუტის ირგვლივ რუსული ოპერაციების ტემპი ნელდება, მაგრამ რუსული ჯარები, სავარაუდოდ, ცდილობენ შეტევის დაწყებას სხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ავდიივკას მიდამოებში, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები აცხადებენ.

მათი განმარტებით, 22 მარტს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბახმუტის რაიონში რუსული ჯარების შეტევითი პოტენციალი მცირდება.

“რუსული ძალები ახლა ზრდიან შეტევითი ოპერაციების ტემპს ავდიივკას გარშემო დასახლებული პუნქტის ალყაში მოქცევის მიზნით. შესაძლებელია, რომ რუსული ძალები ამას აკეთებენ ბახმუტის გარშემო ოპერაციებისა და უგლედარის გარშემო შეტევების შეჩერების ხარჯზე”, - ნათქვამია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშში.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების განმარტებით, 136-ე ცალკეული საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ადრე განაცხადეს, რომ უგლედარის რაიონში თავდასხმის ოპერაციებისთვის გადაჰყავდათ, თუმცა, 21 მარტს, ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა განაცხადა, რომ 136-ე მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფები ავდიივკას მიმართულებით მოქმედებდნენ.

“დისლოკაციის ეს აშკარა ცვლილება სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსულმა ძალებმა უგლედარის წინააღმდეგ თავდასხმის განახლებასთან შედარებით პრიორიტეტი ავდიივკას გარშემო ოპერაციების გააქტიურებას მიანიჭეს”, - აცხადებენ “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანალიტიკოსები.

მათი შეფასებით, რუსული ძალების წინსვლამ შეიძლება აიძულოს უკრაინული ჯარები ბახმუტიდან და/ან ავდიივკადან უკან დაიხიონ, მაგრამ ეს პერსპექტივა, ამ დროისთვის, ნაკლებად სავარაუდოა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება