25 მარტს საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატების პრეზენტაცია გაიმართება

25 მარტს, 14:00 საათზე, “პულმან - აქსის თაუერსის” საგამოფენო სივრცეში, საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წევრები.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს, ქართველი ინჟინრების მიერ პროექტირებული უპილოტო (დაპილოტირებადი) უნივერსალური დრონები. კომპანია “missiya“-ს წარმოებული საფრენი აპარატები გამოიყენება სხვადასხვა სფეროში: პოლიცია, სახანძრო, სამაშველო, ჯანდაცვა, სამეურნეო სფერო, მონიტორინგი…

აპარატები გამოირჩევა არაერთი უნიკალური მახასიათებლით: დრონი აღჭურვილია 4G/LTE სისტემით, რაც უზრუნველყოფს აპარატის მოქმედებაში მოყვანას სხვა ქვეყნიდანაც კი; “missiya-ს დრონებს უნიკალურს ხდის ასევე ფრენის ხანგრძლივობა - 45 წთ და ტვირთამწეობა - 6 კგ. სიჩქარე - 90 კმ/სთ; ვერტიკალური სვლა 4000 მეტრი. გააჩნია უნიკალური ძრავები, რომლის დახმარებითაც მიწიდან 130 მეტრში, აპარატი სრულიად შეუმჩნეველი ხდება. დრონი აღჭურვილია თერმული კამერით, რომელიც სამძებრო- სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენება; აქვს ხმოვანი მოწყობილობა;

საქართველოში დამზადებულმა დრონმა 2022 წელს, მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის საერთაშორისო გამოფენაზე. მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, საფრენი აპარატით უკვე დაინტერესდა ბრიტანეთის ძალოვანი სტრუქტურა, შესყიდვისთვის ემზადება ბრიტანეთის პოლიცია.

კომპანია “missiya” წელიწადზე მეტია არსებობს და ის აერთიანებს ქართველ ინჟინრებს. სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, კომპანია აგრძელებს მუშაობას დეველოპერებთან.

(R)

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა