ბრიუსელი ევროპული საბჭოს ორდღიან სამიტს უმასპინძლებს

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში, 23-24 მარტს ევროპული საბჭოს სამიტზე შეიკრიბებიან.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომსა და უკრაინისთვის ევროკავშირის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს. ისინი ასევე იმსჯელებენ კონკურენტუნარიანობის, ერთიანი ბაზრისა და ეკონომიკის, ენერგორესურსების, საგარეო ურთიერთობების საკითხებზე.

უკრაინის საკითხის კონტექსტში ბლოკის ლიდერები განიხილავენ: დამნაშავეთა პასუხისმგებლობას, რუსეთზე კოლექტიური ზეწოლის შემდგომ გაძლიერებას, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის დაყადაღებული აქტივების გამოყენებას, მხარდაჭერას უკრაინის სამხედრო და თავდაცვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.

ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინისა და მისი მოსახლეობისთვის დაახლოებით 67 მილიარდი ევრო გახადა ხელმისაწვდომი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია