კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს საკუთარი უფლებების შესახებ და დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს.

„მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს. მათ შორის, რას მოიცავს: მოვაჭრის ვალდებულებები, მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები, დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებები, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები, შეძენილი საქონლის და მომსახურების დაბრუნების წესი და სხვა.

თუ დაირღვა თქვენი უფლებები, დაგვიკავშირდით - (032) 2 05 4422; 598 05 4422 ან მოგვწერეთ consumer@gnca.gov.ge

საინფორმაციო ვიდეო კლიპი მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება