23 მარტიდან ისლამური სამყარო რამადანის (მარხვის თვის) დასაწყისს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 23 მარტიდან ისლამური სამყარო რამადანის (მარხვის თვის) დასაწყისს აღნიშნავს.

„მუსლიმური გადმოცემის თანახმად, ეს თვე ითვლება ყველაზე მადლიანად, რადგან სწორედ ამ თვეში მოხდა ყურანის პირველი აიების გარდმოვლენა წინასწარმეტყველ მუჰამადზე და ამ თვეში შთააგონა ალაჰმა მუჰამადს მოციქულის მისია.

რამადანი მუსლიმთათვის გამოცდის, უდიდესი ნებისყოფისა და ვნებებზე გამარჯვების პერიოდია. მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება, ვახშამზე ანუ იფტარზე მიპატიჟება. განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მუსლიმები, სულის განწმენდის მიზნით, უარს ამბობენ საკვებისა და სასმელის მიღებაზე, ნებისმიერ ხორციელ სიამოვნებაზე. როგორც წესი, ამ დროის განმავლობაში, საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს“,-აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა