საქართველოს პროკურატურაში ვიზიტით ტაილანდის სამეფოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია იმყოფებოდა

საქართველოს პროკურატურაში ვიზიტით ტაილანდის სამეფოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და ტაილანდის სამეფოს პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ დელეგაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში პროკურატურის როლის, მისი ძირითადი ფუნქციების და პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით უწყებაში გატარებული რეფორმების თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს,საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისთვის და გამოხატა მზაობა, რათა საქართველოსა და ტაილანდის პროკურატურებს შორის მომავალში ურთიერთთანამშრომლობა გაღრმავდეს.

ასევე, შეხვედრის მიმდინარეობისას საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა ტაილანდელ კოლეგებს მიწოდა ინფორმაცია პროკურატურაში არსებული კოლეგიური ორგანოების, სტაჟირების გავლის წესის, თანამშრომელთა შეფასების სისტემის და მომავალში უწყების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.

შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, სტუმრებს სისხლის სამართლის და საპროცესო კანონმდებლობის საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხეს.

დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სურვილი, რათა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს პროკურატურებს შორის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მომავალში გაგრძელდეს ურთიერთთანამშრომლობა“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება