გიორგი დოხტურიშვილი გარდაბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი გარდაბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში 6 კილომეტრამდე შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა მოინახულეს.

„უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს. პროექტები ფინანსდება როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ჯამში 2 მილიონამდე ლარი შეადგინა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს