პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაამტკიცა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაამტკიცა. დოკუმენტი 78 ხმით (3 წინააღმდეგი) მიიღეს.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ პრიორიტეტებთან.

კონცეფციას ხელს აწერენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წევრები.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციით განსაზღვრული მიმართულებებია: - ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა; გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება; საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება; ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების წახალისება და წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა