თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

უწყების ცნობით, გენერალურ შტაბში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს და არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოში პარტნიორებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

„მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები დასახეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სლოვაკეთის მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში, ასევე, ორმხრივ თუ ნატო-სა და ევროკავშირის ფორმატებში სლოვაკეთის მიერ გაწეულ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება. საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოსა და სლოვაკეთში გამართულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობა წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურსა და დელეგაციის წევრებს ნატო-ს ეგიდით მიმდინარე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. სამხედრო წვრთნებში Slovak Shield 2023 – „სლოვაკური ფარი 2023“ საქართველოს თავდაცვის ძალებმა პირველად მიიღო მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით. სწავლება ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას უწყობს ხელს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება