ირაკლი ქარსელაძე - ჩვენი გეგმები სრულ თანხვედრაშია გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა გაერო-ს წყლის რესურსების 2023 წლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც აფასებს ბოლო, 1977 წლის, კონფერენციიდან წყლის რესურსების მართვის კუთხით დამდგარ შედეგებს, ცვლილებებსა და გამოწვევებს.

როგორც ქარსელაძემ ქალაქ ნიუ-იორკში, გაერო-ს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით საქართველოს მიღწევები და ის გეგმა, რომლის განხორციელებაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული ქვეყნის განვითარების „ხედვა 2030“-ის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2030 წელს - ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით იყოს უზრუნველყოფილი.

„ჩვენი გეგმები, რომელიც „ხედვა 2030“-ის ფარგლებში გაგვაჩნია, სრულ თანხვედრაშია გაერო-ს მდგრადი განვითარების მე-6 მიზანთან და შესაბამისად, უზრუნველყოფს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თავის სიტყვაში მინისტრმა ისაუბრა საქართველოს სრული მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის 200-მდე მდებარეობაში მიმდინარე პროექტებზე.

„მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ წყლის რესურსების დაცვისა და ეფექტიანი გამოყენების მიზნით, უკვე შემუშავებულია წყლის შესახებ ახალი კანონი, რომელიც პასუხობს ყველა ევროპულ პრინციპსა და მოთხოვნას.

გაერო-ს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში 22-24 მარტს იმართება. მასში 200-მდე ქვეყანა და სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობს. კონფერენციაზე გაიმართება 6 პლენარული დიალოგი და გაერო-ს წევრი ქვეყნების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიება.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს წყლის რესურსების სწორად მართვის გლობალური მნიშვნელობის კიდევ ერთხელ აღნიშვნა და ამის მისაღწევად ეფექტიანი ღონისძიებების დასახვა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის