აშშ-ში რუსეთის ელჩი - დასავლეთი კაცობრიობას ბირთვულ არმაგედონთან აახლოებს

დასავლურმა ქვეყნებმა, აშშ-ის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტეს, კაცობრიობა ბირთვული არმაგედონის ზღვარზე მიიყვანონ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებს, რომ გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალა, რომლის მიწოდებასაც გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის გეგმავს, სტანდარტული ტიპის იარაღია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება.

„ამგვარ სისულელეებზე კომენტარი ნამდვილად რთულია. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, თავიანთი უპასუხისმგებლო განცხადებებით ახალ დაბალ დონეს მიაღწიეს. უკრაინაში ლეტალური იარაღის უწყვეტი ნაკადია, რომელიც გამოიყენება მშვიდობიანი მოსახლეობის, საცხოვრებელი უბნების, სკოლების, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების გასანადგურებლად,“ – განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, „როგორც ჩანს, დასავლეთმა, ვაშინგტონის მეთაურობით, გადაწყვიტა კაცობრიობის სახიფათო ხაზამდე მიყვანა, რომლის მიღმა ბირთვული არმაგედონი სულ უფრო მკაფიოდ ჩნდება“.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს