გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტები ეწვივნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ერთკვირიანი სამეცნიერო - კვლევითი ვიზიტით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტები ეწვივნენ, რომელთა საკვლევი თემა არის საქართველოს კონფლიქტების ეკონომიკური ტრანსფორმაცია რეგიონული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ფონზე.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამერიკელ სტუდენტებს: ამელია იანგს, ლევან გურგენიძეს, მეგან კრეიგს და რეიჩელ კლავეტეს უმასპინძლეს გრუნის პროფესორებმა - ვახტანგ ჭარაიამ და თენგიზ თაქთაქიშვილმა, აგრეთვე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა დავით ესართიამ და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ჯალაღონიამ.

მათი ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საკვლევ თემასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება და გამოწვევები, ისაუბრეს საქართველო -რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტებსა და მათ შედეგებზე, მათ გავლენაზე როგორც რეგიონის, ისე საქართველოს ეკონომიკაზე.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის