ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიას კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაემატება

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ იმ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის მერიამ გასული წლის შემოდგომაზე ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა, რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აწარმოებს.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„მზიურში“ არსებული ტერიტორია, რომელიც, დაახლოებით, 1.5 ჰექტარი იყო და კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, მუნიციპალიტეტმა გამოისყიდა. არსებულ ტერიტორიაზე გვაქვს მუნიციპალური მიწაც. მთლიანობაში, ორ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი პარკი ეწყობა, რომელიც „მზიურის“ გაგრძელება იქნება. იმ მთავარ, დიდ მდელოს, რომელიც დაზიანებული იყო, რეაბილიტაცია უტარდება - მთლიანად გამოიცვლება დრენაჟი და მწვანე საფარი, დაემატება ხე-მცენარეები. ასევე, სრულად რეაბილიტირდება სპორტული სივრცე და დამონტაჟდება განათების სისტემა. პარკში მოეწყობა საპიკნიკე არეალი და ძაღლების სასეირნო სივრცეც. „მზიური“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი ტერიტორიის გაფართოება კი ყველა თაობის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, საპიკნიკე სივრცე, ცხოველების სასეირნო ზონა, დასასვენებელი პავილიონი, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიება.

გარდა ამისა, „მზიურში“ არსებულ საპიკნიკე არეალში სადრენაჟე სისტემების მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა სარწყავი წყლისა და ნალექის გატარების შეფერხებამ გამოიწვია.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის