მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ „ქართული ლეგიონის“ ოთხ წევრს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ "ქართული ეროვნული ლეგიონის" ოთხ წევრს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, - ინფორმაციას "მედიაზონა" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს მებრძოლები არიან: ლაშა რუხაია, ვასილ ალიბეგაშვილი, ერეკლე ამირანაშვილი და ვეკა აპრესოვი. მათ ბრალად ედებათ დაქირავებული მებრძოლობა.

"მედიაზონა" იუწყება, რომ დაუსწრებლად დაპატიმრების შესახებ სასამართლო სხდომა 3 მარტს გაიმართა, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია მოსკოვის სასამართლოების კარტოთეკაში 22 მარტს გამოჩნდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „ქართული ეროვნული ლეგიონის“ 24 წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმე გასული წლის აპრილში აღძრა. რუხაია, ალიბეგაშვილი, ამირანაშვილი და აპრესოვი ამ 24 მებრძოლს შორის იყვნენ.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება